ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი, სესკ ფაბრეგასი, დიდი ალბათობით იანვარში კლუბს დატოვებს. The Sun-ის მტკიცებით, 31 წლის ესპანელი „მილანში“ გადავა.
„როსონერი“ ფაბრეგასში 11 მილიონ ევროს იხდის და ტრანსფერი „არისტოკრატთა“ დამრიგებელ მაურიციო სარისთან უკვე შეთანხმებულია.
მიმდინარე სეზონში სესკმა „ჩელსიში“ 9 მატჩი ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.