"მანჩესტერ იუნაიტედმა" ესპანეთის ეროვნული ნაკრების მეკარეს დავიდ დე ხეას კონტრაქტი ერთი წლით გაუხანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია Sky Sports-მა გაავრცელა. ჯერჯერობით კლუბს განცხადება არ გაუკეთებია.
28 წლის გოლკიპერს კლუბთან კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა, თუმცა კლუბმა წინასწარი შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულება ავტომატურად ერთი წლით გაახანგრძლივა, რათა ფეხბურთელს გუნდი ზამთარში არ დაეტოვებინა. დე ხეას 2019 წლიდან შანსი ჰქონდა ოფიციალურად დაეწყო მოლაპარაკება სხვა კლუბებთან. ასევე, ცნობილია რომ დე ხეას ინგლისურ გრანდში უნდა დარჩენა და "მანჩესტერ იუნაიტედის" მიზანიც ესაა, თუმცა მხარეები პირობებზე ვერ თანხმდებიან.
ესპანელი "წითელ ეშმაკებს" 2011 წელს მადრიდის "ატლეტიკოდან" შეუერთდა. დე ხეა გულშემატკივრებმა "მანჩესტერ იუნაიტედის" საუკეთესო ფეხბურთელად ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ოთხჯერ დაასახელეს. დავიდის სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონი ევროა.