ფეხბურთი

21:00 | 29.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

კარაგერი: "ნეიმარი თუ ასე გააგრძელებს, როგორც ფეხბურთელს არავინ გაიხსენებს"

ინგლისური „ლივერპულის“ ლეგენდა ჯეიმი კარაგერი „პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელებს საბავშვო ბაღთან აიგივებს და ამბობს, მათი ქცევა ამაზრზენია.

კარაგერის განცხადებით, წლების შემდეგ ნეიმარს, როგორც ფეხბურთელს არავინ გაიხსენებს:

„ნეიმარი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ მისი ყურება ამაზრზენია. თუ ასე გააგრძელებს, მაშინ მას გაიხსენებენ, როგორც თავისი ამაზრზენი ქცევებით და არა, როგორც ფეხბურთელს. პსჟ-ს ფეხბურთელებისადმი სიმპათია არ მაქვს.

კაპიტანი, ტიაგო სილვაც კი ასე იქცეოდა, სახეზე მუდმივად ხელებს იფარებდა. პსჟ ძალიან ძლიერი გუნდია, რომლის ფეხბურთელები ასე არ უნდა იქცეოდნენ. მრცხვენია, არც კი ვიცით, როგორ უყურებენ ოჯახის წევრებსა და მეუღლეებს თვალებში. თითქოს საბავშვო ბაღში არიან“, - განაცხადა კარაგერმა.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელები სიმულაციაში „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმაც დაადანაშაულა.

0.119207