ჭადრაკი

14:12 | 29.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

მედლების შანსი სლოვენიიდან

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი (2301) სლოვენიურ ბლედში გამართული სენიორთა მსოფლიო ჩემპიონატის მოგებასთან ძალიან ახლოსაა.

65+ ქალბატონთა ტურნირის ბოლოსწინა მე-10 ტურში გაფრინდაშვილმა შავი ფიგურებით რუმინელი დორინა ფლორეა (1721) დაამარცხა, 7.5 ქულა მოაგროვა და ერთპიროვნული ლიდერი გახდა.
ქართველი მოჭადრაკე უახლოეს კონკურენტ – რუს ვალენტინა კოზლოვსკაიას (2154) 0.5 ქულით უსწრებს და დასკვნით ტურში, რომელიც დღეს შედგება, თეთრი ფიგურებით მე-16 ნომრად განთესილ ინგლისელ დინა ნორმანს (1659) ეთამაშება, ამდენად, აშკარა ფავორიტია.
ამავე კატეგორიაში თამარ ხმიადაშვილმა (2010) 6.0 ქულა მიითვალა და მე-7 ადგილზე იმყოფება.
50+ ღია ტურნირში კვარცხლბეკზე ასვლის კარგი შანსი აქვთ გიორგი ბაღათუროვსაა (2417) და ზურაბ სტურუას (2529), რომელთაც შესაბამისად, მე-2 და მე-3 პოზიციები უკავიათ. ბაღათუროვმა 8.0 ქულა მოაგროვა და სომეხ კარენ მოვსისიანს (2513) მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება, სტურუას მონაგარი კი 7.5 ქულაა. დასკვნით ტურში ქართველი მოჭადრაკეები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
65+ ღია კატეგორიაში ვარლამ ვეფხვიშვილი (2073) 6.0 ქულით 34-ეა, ქალთა 50+ ტურნირში კი ციალა ქასოშვილი (2029) 6.0 ქულით მეხუთეა, ხოლო გიული ალიხანაშვილი (1816) 5.5 ქულით – მე-11.

0.116283