თამაშგარე

12:56 | 29.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტუკტამიშევამ ნეიმარს დასცინა

რუს ფიგურულად მოციგურავე ელიზავეტა ტუკტამიშევას, პსჟ - „ლივერპულის“ ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის უცქერია და ნეიმარის თამაშის შემყურე, სალაღობო ხასიათზე დამდგარა. ეს ამბავი მერე თავის „ტვიტერშიც“ დაუწერია.

„ვუყურე „პარი სენ-ჟერმენის“ და „ლივერპულის მატჩს. განსაკუთრებით ნეიმარმა „მომხიბლა.“ მთელი კარიერის განმავლობაში არ წავქცეულვარ იმდენჯერ, რამდენჯერაც ბრაზილიელი ამ 90 წუთში წაიქცა. მაგარი ვინმე ყოფილა.“ - წერს ტუკტამიშევა.

0.119484