ფეხბურთი

11:27 | 29.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ ჩემპიონთა ლიგის კიდევ ორი რეკორდი დაამყარა

„ბარსელონას“ ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში ჰოლანდიურ პსვ-სთან (2:1), 61-ე წუთზე გახსნა ანგარიში. ეს მისი 106-ე გოლი აღმოჩნდა ტურნირზე. ამისდაკვალად, მან ერთი კლუბის მაისურით გატანილი ბურთების რაოდენობით კრიშტიანუ რონალდუს (105 გოლი „რეალში“) გადაუსწრო.

ასევე არგენტინელმა თავისი 66-ე ბურთი გაიტანა ჯგუფურ ეტაპზე, რაც ასევე რეკორდია. - გვამცნობს უეფას ოფიციალური გვერდი.

0.113842