„ატლეტიკოს“ შემტევმა, ანტუან გრიზმანმა, „მონაკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ, ისევ თავისებური ჩაატარა. ლიგის ჰიმნის შესრულების დროს, თანმხლებ პატარა ბიჭუნას კედზე ზონარი შეუკრა და ეპიზოდის გმირად გადაიქცა.
თამაშის შემდეგ კი თქვა: „წინა სეზონში ფეხბურთზე მთლიანად ორიენტირებული არ ვიყავი და ეს მინდორზეც იგრძნობოდა. ახლა კი თავადვე ვტკბები საკუთარი თამაშით, თანაგუნდელებითა და გულშემატკივრებით. რატომაც არ უნდა გაიხუმრო ხანდახან.“
ამასწინანდელ საფრანგეთ-ურუგვაის ამხანაგური მატჩის წინ კი, გრიზმანმა ბიჭუნას თავისი ქურთუკი აჩუქა.