გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბასტიან შვინშტაიგერი „ჩიკაგო ფაირში“ რჩება. ამის შესახებ ამერიკული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. მხარეებს შორის კონტრაქტი ერთი წლის ვადით გახანგრძლივდა.
„ბედნიერი ვარ იმის გამოცხადებით, რომ „ჩიკაგოში“ 2019 წელს დავბრუნდები“, - დაწერა ბასტიანმა ტვიტერში.
34 წლის გერმანელი „ჩიკაგო ფაირს“ 2017 წელს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ შეუერთდა.
გასულ სეზონში შვაინშტაიგერმა MLS-ში 31 თამაში ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.