ჭადრაკი

21:25 | 28.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოჭადრაკეები ლიდერებს ქულით ჩამორჩებიან

საქართველოს 16-წლამდე მოჭადრაკეთა ნაკრებმა თურქულ ქონიაში მიმდინარე ოლიმპიადაზე კიდევ ერთი გამარჯვება იზეიმა და ლიდერებთან ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა.

მე-5 ტურში ქართველი მოჭადრაკეები გერმანიას გაეჯიბრნენ და 3:1 იმარჯვეს. პარტიები მოიგეს ნიკოლოზ პეტრიაშვილმა (2389), ნიკოლოზ კაჭარავამა (2356) და ლუკა ობოლაძემ (2318), ხოლო შოთა ხოდაშნელმა (2018) მარცხი განიცადა.
შედეგად, საქართველოს ნაკრებმა თავი 8.0 ქულას მოუყარა და მესამე-მეშვიდე ადგილებს ინაწილებს, დამატებითი მაჩვენებლებით კი მეშვიდეა.
5 ტურის თავზე 9-9 ქულით ბელარუსი და აშშ ლიდერობენ. მე-6 ტურში საქართველოს ნაკრები ჩინეთს ეთამაშება.

0.120321