მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი „ოქროს ბურთს“ მოიგებს. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური რადიოსადგური Onda Cero ავრცელებს. წყაროს ცნობით, France Football-ის პრესტიჟული ჯილდო ხორვატ ფეხბურთელს გადაეცემა.
მეორე ადგილზე კრიშტიანუ რონალდუ გავა, ხოლო მესამე პოზიციას ანტუან გრიზმანი დაიკავებს. შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის ვინაობა 3 დეკემბერს გახდება ცნობილი.
აქვე გეტყვით, რომ თუ ესპანელი ჟურნალისტების პროგნოზი გამართლდა, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს 10-წლიანი ჰეგემონია დასრულდება და მოდრიჩი პირველი ხორვატი გახდება, რომელსაც "ოქროს ბურთი" ერგება.