ჩოგბურთი

14:16 | 28.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძემ ასპარეზობა მერვედფინალში დაასრულა

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ინდოეთის ქალაქ პუნეში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირს გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ მარიამმა კვალიფიკაცია წარმატებით გაიარა, ძირითად ბადეში რუს მარია მარფუტინას აჯობა, მერვედფინალში კი პირველ ნომრად განთესილ სლოვენიელ ტამარა ზიდანსეკს გაეჯიბრა და მართალია, მსოფლიოს 86-ე ჩოგანს 1 სეტი აართვა, საბოლოოდ, 5:7, 6:4, 4:6 დამარცხდა.

0.117526