ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის „ლივერპულთან“ მატჩის წინ, „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა მოწინააღმდეგის დამრიგებელი შეაქო, თუმცა თავის გუნდს წარმატება უწინასწარმეტყველა.
„არ მიკვირს „ლივერპულის“ კარგი შედეგები. იურგენმა დიდი სამუშაო გასწია ამ სამწელიწადნახევრის განმავლობაში და ახლა უკვე შედეგებს იღებს. ის შესანიშნავი მწვრთნელია.
მან ერთი მავარი ფიგურა, ფილიპე კოუტინიო დაკარგა. მაგრამ შემდეგ კარგი შენაძენები გააკეთა. „ლივერპული“ კლოპმა მანქანად აქცია, რომელსაც ყოველ სამ დღეში ერთხელ, წარმატებით თამაში შეუძლია.
ვფიქრობ, კარგი მატჩი გამოვა. მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩენც გვაქვს იარაღი, რომელიც წარმატებას მოგვიტანს.“ - უთხრა ტუხელმა Goal-ს.
პსჟ-„ლივერპულის“ მატჩი დღეს, პარიზში, თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.