სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

12:37 | 28.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

გაფრინდაშვილი და ბაღათუროვი ჩემპიონობასთან ახლოს არიან

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი (2301) სლოვენიურ ბლედში მიმდინარე სენიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე მორიგ ტიტულთან ახლოსაა.

გაფრინდაშვილმა 65+ ქალბატონთა ტურნირის მე-9 ტურში თეთრი ფიგურებით მონღოლ დამდინ სერჯმიადაგს (1864) სძლია, უწინდელმა ლიდერმა – რუსმა ვალენტინა კოზლოვსკაიამ (2154) კი კიდევ ერთ ქართველ თამარ ხმიადაშვილთან (2010) წააგო.
შედეგად, გაფრინდაშვილმა 6.5 ქულა მოაგროვა და უახლოეს კონკურენტებს 0.5 ქულით გაუსწრო, ხმიადაშვილმა კი თავი 5.5 ქულას მოუყარა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-6 ადგილზეა.
მეათე ტურში გაფრინდაშვილი შავებით რუმინელ დორინა ფლორეას (1721) გაეჯიბრება, ხმიადაშვილის მეტოქე კი ებრაელი ლუდმილა ციფანსკაია (1996) იქნება.
65+ ღია ტურნირში ვარლამ ვეფხვიშვილმა (2073) 5.0 ქულა მოაგროვა და 50-ე საფეხურზეა.
50+ ღია პირველობაზე ჩემპიონობის კარგი შანსი აქვს გიორგი ბაღათუროვს (2417), რომელსაც 7.5 ქულა მოუგროვდა და სომეხ კარენ მოვსისიანთან (2513) ერთად ლიდერობს. საპრიზო სამეულში შესვლისთვის იბრძოლებს ზურაბ სტურუაც (2529), რომელსაც 6.5 ქულა გააჩნია.
50+ ქალბატონთა ორის ციალა ქასოშვილი (2029) 5.0 ქულით მეცხრეა, ხოლო გიული ალიხანაშვილი (1816) – მე-16.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.113898