კალათბურთი

12:15 | 28.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ტორონტომ“ 17-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხუთი შეხვედრა გაიმართა.

„ტორონტომ“ გასვლაზე „მემფისს“ 122:114 აჯობა. მესამე პერიოდის დასაწყისში „დათვები“ 17 ქულით იგებდნენ. თუმცა კანადელებმა ამ დიდი სხვაობის აღმოფხვრა მოახერხეს და მატჩის ბოლო წუთებზე წინ გავიდნენ. მატჩში ყველაზე მეტი 27 ქულა მარკ გასოლის ანგარიშზეა. „ტორონტოში“ ყველაზე მეტი 24 ქულა კაილ ლოურმა ჩააგდო. კავაი ლეონარდმა ორმაგი დუბლი შეასრულა 17 ქულა და 10 მოხსნა. „ტორონტო“ 18 მოგებით და 4 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა.

„დენვერმა“ შინ „ლეიკერსი“ 117:85 გაანადგურა. პირველი პერიოდის შემდეგ კალიფორნიელებს არანაირი შანსი აღარ ჰქონიათ. ლებრონ ჯეიმსმა მხოლოდ 14 ქულა ჩააგდო. რაც შეეხება „დენვერს“, მათ გუნდური კალათბურთი ითამაშეს და ექვსმა კალათბურთელმა მინიმუმ 10 და მეტი ქულა ჩააგდო მათ შორის ყველაზე მეტი 20-20 ქულა სამ მოთამაშეს ჰქონდა. ესენი არიან მარი, მილსაპი და ბისლი.

„დეტროიტი“ – „ნიუ იორკი“ 115:108 (24:19, 27:24, 30:27, 34:38)

https://www.youtube.com/watch?v=KtJntJeNk4M

„მაიამი“ – „ატლანტა“ 113:115 (38:35, 14:33, 34:32, 27:15)

https://www.youtube.com/watch?v=YPtN53GiQ2A

„მემფისი“ – „ტორონტო“ 114:122 (32:31, 39:28, 26:34, 17:29)

https://www.youtube.com/watch?v=LxoinlylWCU

„დენვერი“ – „ლეიკერსი“ 117:85 (30:26, 28:24, 31:21, 28:14)

https://www.youtube.com/watch?v=cpmgOtIcIHk

„ფინიქსი“ – „ინდიანა“ 104:109 (26:26, 28:35, 23:20, 27:28)

თეგებინბა
0.107161