წუხელ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში, მიუნხენის „ბაიერნმა“ შინ პორტუგალიური „ბენფიკა“ 5:1 გაანადგურა. დუბლი მიითვალეს არიენ რობენმა და რობერტ ლევანდოვსკიმ. პოლონელის პირველი გოლი 50-ე აღმოჩნდა მის საჩემპიონთალიგო კარიერაში და ის მეშვიდე ფეხბურთელი გახდა, ვისაც ამ ტურნირში 50 და მეტი ბურთი გაუტანია.
ლიგის მთავარმეგოლეთა სია კი ასეთია:
- კრიშტიანუ რონალდუ („მანჩესტერ იუნაიტედი,“ „რეალი,“ „იუვენტუსი“) – 121
- ლიონელ მესი („ბარსელონა“) - 105
- რაული („რეალი“) – 71
- კარიმ ბენზემა („ლიონი,“ „რეალი“) – 59
- რუუდ ვან ნისტერლოი (პსვ, „მანჩესტერ იუნაიტედი,“ „რეალი“) - 56
- რობერტ ლევანდოვსკი („დორტმუნდი,“ „ბაიერნი“) - 51
- ტიერი ანრი („მონაკო,“ „არსენალი,“ „ბარსელონა“) - 50