ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში, წუხელ „იუვენტუსმა“ „ვალენსიას“ 1:0 მოუგო, მარიო მანჯუკიჩის გოლით. საგოლე გადაცემით კი კრიშტიანუ რონალდუ გამოირჩა. 33 წლის პორტუგალიელისთვის ეს მე-100 მოგება აღმოჩნდა ჩემპიონთა ლიგაში. ამისდაკვალად, ის პირველი ფეხბურთელი გახდა, ვისაც ამ ნიშნულისთვის მუღწევია.
მე-5 ტურის შემდეგ, „იუვენტუსმა“ 12 ქულა მოაგროვა და შემდგეომ ეტაპზე გასვლა გაინაღდა. ბოლო სათამაშო დღეს, ტურინელები 12 დეკემბერს შვეიცარიულ „იანგ ბოიზს“ ესტუმრებიან.