ლიბერტადორესის თასის ფინალის ჩატარების თარიღი ჯერ კიდევ უცნობია. კონმებოლმა დღეს დაადასტურა, რომ მატჩი 8 ან 9 დეკემბერს შედგება. დრო და ადგილი უცნობია.
კონმებოლის პრეზიდენტმა ალეხანდრო დომინეგსმა განაცხადა, რომ მატჩი არგენტინაში (შესაბამისად „მონუმენტალზე“) არ გაიმართება. ამ ეტაპზე განიხილება პარაგვაის დედაქალაქ ასუნსიონის საკითხი და შესაძლოა მატჩი სწორედ ამ ქალაქში შედგეს.
აღსანიშნავია, რომ „რივერ პლეიტი“ ხსენებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მატჩის „მონუმენტალზე“ ჩატარებას ითხოვს, ხოლო „ბოკა ხუნიორსმა“ კონმებოლს წერილი გაუგზავნა, რომლის მეშვეობითაც მოითხოვა „რივერისთვის“ ტექნიკური წაგების (0:3) გაფორმება.
აქვე გეტყვით, რომ გენუის მერის მოადგილემ კონმებოლს შესთავაზა შეხვედრის გენუაში ჩატარება, რადგან ორივე გუნდი იტალიელი ემიგრანტების მიერაა დაასრულებული.
შეგახსენებთ, რომ „რივერისა“ და „ბოკას“ შეხვედრა მასპინძელი გუნდის ქომაგების უდისციპლინო მოქმედებების გამო არ შედგა.