ინგლისურმა „ლივერპულმა“ შესაძლოა სადიო მანე მოისაკლისოს. ბრიტანული მედიის ცნობით სენეგალელი თავდამსხმელი ტრავმირებულია და არაა გამორიცხული პსჟ-სთან დაპირისპირებაში მონაწილეობა ვერ მიიღოს.
მანეს საკითხი უშუალოდ მატჩის დაწყების წინ გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ პსჟ-ს სტუმრად 28 ნოემბერს დაუპირისპირდება.
მიმდინარე სეზონში მანეს ანგარიშზე 17 თამაში, 10 გოლი და 2 საგოლე პასია.