კალათბურთი

20:15 | 27.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნბა-ში ჰარისი და ადეტოკუმპო გამოარჩიეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში ტობიას ჰარისი, ხოლო აღმოსავლეთში იანის ადეტოკუმპო აღიარეს, აღნიშნულ ინფორმაციას ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

გასულ კვირას „მილოუკმა“ 4-დან სამი შეხვედრა მოიგო. ადეტოკუმპო საშუალოდ ერთ შეხვედრაში 32.8 ქულას, 14 მოხსნას და 6.5 პასს აგროვებდა.

„კლიპერსმაც“ 4-დან სამი შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა. ჰარისი საშუალოდ ერთ მატჩში 24.8 ქულას და 8.8 მოხსნას აკეთებდა.

0.114995