საქართველოს ნაკრებისა და პოლონური „არკას“ შემტევი ლუკა ზარანდია პოლონეთის ჩემპიონატის მე-16 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 22 წლის ქართველს კარგი თამაში ექსტრაკლასას ოფიციალურმა ვებგვერდმა დაუფასა.
აღსანიშნავია, რომ ზარანდია ტურის სიმბოლურ ნაკრებში მიმდინარე სეზონში მეოთხედ შეიყვანეს.
ლუკამ გასულ უიქ-ენდზე კრაკოვის „ვისლასთან“ (4:1) მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვან გამარჯვებაში დაეხმარა.