ფეხბურთი

13:27 | 27.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

გენუა მზადაა „რივერ პლეიტ“ – „ბოკას“ მატჩს უმასპინძლოს

ლიბერტადორესის თასის საპასუხო ფინალური მატჩი „რივერ პლეიტსა“ და „ბოკა ხუნიორსს“ შორის, შესაძლოა, არგენტინის საზღვრებს გარეთ გაიმართოს, გადმოგვცემს Sport24.co.za.

ბუენოს აირესის ნაცვლად, თამაში შეიძლება იტალიურ გენუაში ჩატარდეს. ამის შესახებ ქალაქის მერის თანაშემწემ, სტეფანო ანცალონემ განაცხადა. მას უკვე ორივე კლუბის პრეზიდენტებისთვის გაუგზავნია წერილები.

„ჩვენი ქალაქი, რომელიც ისტორიული, კულტურული და სპორტული თვალსაზრისით, ძალიან ჰგავს ბუენოს აირესს, მოხარული იქნება ასეთი მატჩის მასპინძლობით. ეს კლუბები ხომ იტალიელმა ემიგრანტებმა დააარსეს გასული საუკუნის დასაწყისში.

ბოლო დღეების საშინელმა მოვლენებმა ჩვენც შეგვაშფოთა და ერთიანობის გრძნობა გაგვიჩინა. მზად ვართ, ყოველნაირად დაგეხმაროთ.“ - წერია წერილში.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი ფინალური შეხვედრა 2:2 დამთავრდა. საპასუხო კი გულშემატკივართა უმსგავსო საქციელის გამო, გაურკვეევლი დროით გადაიდო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114707