ევროპის კლუბებისა და აგენტების ასოციაციებმა, წლის საუკეთესო გუნდის, ფეხბურთელისა და მწვრთნელის ნომინანტთა სია გამოაქვეყნეს. Globe Soccer Awards-ის მიხედვით, წლის საუკეთესო კლუბის ნომინაციაში მადრიდის „რეალი,“ „ატლეტიკო“ და „ლივერპული“ მოხვდნენ.
საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში: კრიშტიანუ რონალდუ („იუვენტუსი“), ანტუან გრიზმანი („ატლეტიკო“) და კილიან მბაპე (პსჟ).
ხოლო საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში: დიდიე დეშამი (საფრანგეთის ნაკრები), დიეგო სიმეონე („ატლეტიკო“), იურგენ კლოპი („ლივერპული“), მასიმილიანო ალეგრი („იუვენტუსი“) და ზინედინ ზიდანი („რეალის“ ყოფილი მწვრთნელი).
დაჯილდოების ცერემონია 3 იანვარს დუბაიში გაიმართება.