ჭადრაკი

22:40 | 26.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ მოჭადრაკეთა მე-2 გამარჯვება

საქართველოს 16-წლამდე მოჭადრაკეთა ნაკრებმა თურქულ ქონიაში მიმდინარე ოლიმპიადაზე მე-2 გამარჯვება იზეიმა და ლიდერთა შორის იმყოფება. დღეს, ქართველმა მოჭადრაკეებმა დანიას 2.5:1.5 სძლიეს.

პარტიები ნიკოლოზ პეტრიაშვილმა (2389) და შოთა ხოდაშნელმა (2018) მოიგეს, ფრედ ითამაშა ნიკოლოზ კაჭარავამ (2356), ლუკა ობოლაძემ (2318) კი მარცხი განიცადა. მე-3 ტურში საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელარუსი იქნება, რომელსაც ასევე ორივე მატჩი მოგებული აქვს.

0.123422