სხვა

20:22 | 26.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიო-2020-ის სატესტო ღონისძიებათა მეორე ეტაპი

ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი ოთხწლეულის უმთავრესი მულტი-სპორტული ასპარეზობებისთვის სატესტო ღონისძიებების მეორე ეტაპის დაწყების შესახებ იუწყება. განრიგი 16 სპორტულ ასპარეზობას და 20 ღონისძიებას ითვალისწინებს.

სატესტო ტურნირების გრაფიკი სამ ბლოკადაა დაყოფილი: პირველი ეტაპი ითვალისწინებს ღია ცის ქვეშ ჩასატარებელ შეჯიბრებებს, რომელიც გაისად ივნის-სექტემბერში ჩატარდება, მეორე სატესტო სერია 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის თებერვლამდე გაიმართება, ხოლო დასკვნითი - 2020 წლის მარტი-მაისში.

სატესტო ტურნირების ჩატარების მიზანია 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის უკეთ მომზადება.

www.geonoc.org.ge

0.134622