ფიფას სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელმა პიერლუიჯი კოლინამ განაცხადა, რომ ფიფა 2026 წლის მუნდიალიდან 12 მილიარდი დოლარის გამომუშავებას გეგმავს.
„ფეხბურთი ბიზნესია. ორგანიზების თვალსაზრისით, 2018 წელს საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატი იყო. საიდანაც 6 მილიონი ამერიკული დოლარი მივიღეთ. ჩვენი მთავარი მიზანი თანხის გაორმაგებაა. იმედია 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 12 მილიონ ამერიკულ დოლარს მივიღებთ“, - განაცხადა კოლინამ.
2018 წლის რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატიდან ფიფამ 6.1 მილიარდი დოლარი მიიღო. შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატში შშ-ში, მექსიკაში და კანადაში გაიმართება.