„პალმეირასი“ ბრაზილიის 2018 წლის ჩემპიონია. სან პაულუს გუნდმა ტიტული სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, მას შემდეგ გაინაღდა, რაც „ვასკო და გამა“ დეივერსონის ერთადერთი გოლით დაამარცხა და კონკურენტატთვის მიუწვდომელი გახდა.
აღსანიშნავია, რომ „პალმეირას“ მეათედ გახდა ბრაზილიის ჩემპიონი და ეს რეკორდია. ამდენჯერ ბრაზილიაში ჩემპიონი არავინ გამხდარა.
შეგახსენებთ, „პალმეირასს“ ლუიშ ფელიპე სკოლარი წვრთნის, რომელმაც 2002 წელს ბრაზილიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოაგებინა.