ჭადრაკი

15:37 | 26.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

წარმატებული სტარტი საჭადრაკო ოლიმპიადაზე

თურქეთის ქალაქ ქონიაში სტარტი აიღო მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადამ 16 წლამდე ასაკის მოზარდთა შორის. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები მთლიანად თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის მოსწავლეებითაა დაკომპლექტებული და 46 გუნდს შორის მე-17 განთესვა აქვს.

ქვეყნის ღირსებას ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2389), ნიკოლოზ კაჭარავა (2356), ლუკა ობოლაძე (2318), შოთა ხოდაშნელი (2018) და კატო ფიფია (1995) იცავენ, კაპიტანი კი საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო დიდოსტატი ლაშა ჯანჯღავა გახლავთ.
საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში ირლანდიას (მე-40 განთესვა) 4:0 სძლია, მეორეში კი ძალებს დანიასთან მოსინჯავს, რომელსაც 23-ე რეიტინგი გააჩნია.
ვთქვათ ისიც, რომ 16-წლამდელთა ოლიმპიადის უმთავრეს ფავორიტებად უზბეკეთი, რუსეთი, ინდოეთი, აზერბაიჯანი, ირანი, სომხეთი, საბერძნეთი, აშშ, უკრაინა და სერბეთი ითვლებიან.

0.116138