ჭადრაკი

15:12 | 26.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ელვისებურ ჭადრაკში ჩემპიონობა გვეტაძემ იზეიმა

ელვისებურ ჭადრაკში მეოთხე, დასკვნით ეტაპზე ბრწყინვალედ იასპარეზა სოფიო გვეტაძემ (2327). მან 9 ტურში 8 გამარჯვება იზეიმა, 1 პარტია კი ფრედ დაასრულა და მე-2 ადგილზე გასულ მაკა ფურცელაძეს (2255) 1.5 ქულით გაუსწრო.

მე-3 ადგილი ნინო ხომერიკს (2320) ერგო, რომელმაც თავი 6.5 ქულას მოუყარა.
ვთქვათ ისიც, რომ გრან პრის ბოლო ეტაპის 18 მონაწილეს შორის 7 საერთაშორისო დიდოსტატი გახლდათ, 3 კი – საერთაშორისო ოსტატი.

0.115615