ფეხბურთი

23:05 | 25.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"სუპერკლასიკო" ისევ გადაიდო

ლიბერტადორესის თასის ფინალი ისევ გადაიდო. ამის შესახებ კონმებოლის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. ჯერჯერობით უცნობია, როდის შედგება „რივერ პლეიტისა“ და „ბოკა ხუნიორსის“ შეხვედრა, მაგრამ სავარაუდო თარიღად 8 დეკემბერი სახელდება. განიხილება სხვა ვარიანტებიც.

საბოლოო გადაწყვეტილება კი სამშაბათს, ორივე გუნდის პრეზიდენტებისა და ალეხანდრო დომინგესის შეხვედრის შემდეგ იქნება მიღებული.

შეგახსენებთ, „სუპერკლასიკო“ ჯერ კიდევ 24 ნოემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ „რივერის“ ფანები მატჩამდე „ბოკას“ ავტობუსს თავს დაესხნენ და ქვები დაუშინეს, რის შედეგადაც ორი ფეხბურთელი დაშავდა. გარდა ამისა, რამდენიმე ფეხბურთელი გაზით მოიწამლა.

თავდაპირველად მატჩი 2 საათით და 15 წუთით გადადეს, შემდეგ ერთი დღით, მაგრამ საკმარისი ესეც არ გამოდგა...

0.121581