ლუკა ბულაშვილის “კულერედო” ესპანეთის რანგით მე-4 ლიგის (EBA) A-B ჯგუფში “პორინოს” ესტუმრა და 63:77 დამარცხდა.
ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 34 წუთში 7 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა.
ლუკამ 4-დან 2 ორქულიანი და 8-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.
“კულერედოს” 5 მოგების წილ 2 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა. ბულაშვილის გუნდს მომდევნო მატჩი 1 დეკემბერს, შინ, ოვიედოს უნივერსიტეტის წინააღმდეგ ელის.