ჭადრაკი

15:12 | 25.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო პარტიის წინ...

მაგნუს კარლსენისა (2835) და ფაბიანო კარუანას (2832) დაპირისპირებაში ახალი არაფერია. შეგახსენებთ, რომ ნორვეგიელი და ამერიკელი მოჭადრაკეები მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ინგლისის დედაქალაქ ლონდონში იბრძვიან, სადაც თერთმეტივე გასული პარტია ყაიმით დასრულდა.

ამგვარად, ანგარიში 5.5:5.5 გახლავთ და თუკი, გამარჯვებული ვერც ხვალ დაგეგმილ მე-12 კლასიკურ პარტიაში გაირკვა (რისი ალბათობაც ძალიან დიდია), ჩემპიონის ვინაობას 28 ნოემბერს დაგეგმილი ტაი ბრეიკი გამოავლენს.
ცნობისთვის, ფინალის შედეგის შესახებ პროგნოზი გააკეთა ლეგენდარულმა მოჭადრაკე გარი კასპაროვმა, რომლის აზრითაც სწრაფ ჭადრაკში კარლსენი აშკარა ფავორიტი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ფინალური დაპირისპირების საპრიზო ფონდი 1 მილიონი ევროა.

0.115268