ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ "ტოტენჰემთან" წაგებული პრემიერლიგის მე-13 ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ყველა ასპექტში მოიკოჭლა და განვლილ შეხვედრაში არცერთის თამაში მოეწონა.
"იმედგაცრუებული ვარ, რადგან ძალიან ცუდად ვითამაშეთ. ვფიქრობ ყველა მიმართულებით ცუდად ვითამაშეთ - ფიზიკურად, მენტალურად, ტექნიკურ და ტაქტიკურად. ვიცი, რომ პრობლემები გვაქვს და ამ მატჩმა კიდევ უფრო დაგვანახა, რომ ეს პრობლემები უნდა აღმოიფხვრას. განვლილ მატჩში არავის თამაში მომეწონა." - ციტირებს BBC-ი იტალიელის სიტყვებს.
ლონდონის "ჩელსიმ" მიმდინარე სეზონში მეორედ წააგო, ხოლო პრემიერლიგაში პირველი მარცხი განიცადა. "არისტოკრატებს" 28 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზე იმყოფებიან.