ფეხბურთი

2:40 | 25.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურიშვილის გოლი სლოვაკეთში (+VIDEO)

სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში თავი გამოიჩინა ვახტანგ ჭანტურიშვილმა. საქართველოს ნაკრების წევრმა, რომელიც ტრნავას „სპარტაკის“ ღირსებას იცავს, „ნიტრა“ დაამწუხრა.

ჭანტურიშვილმა 54-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა (1:1), ხოლო ორ წუთში ისევ იაქტიურა, რის შედეგადაც, ილმაზმა მასპინძლები დააწინაურა. თუმცა, „სპარტაკმა“ მატჩის მიწურულს ორი გოლი გაუშვა და საბოლოოდ უქულოდ დარჩა - 2:3.

ეს ჭანტურიშვილის მესამე გოლი გამოდგა სლოვაკეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში (ერთიც ევროპა ლიგაზე გაიტანა). აღნიშნულ შეხვედრაში მან შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მისი თანაგუნდელი დავით სხირტლაძე მოედანზე 89 წუთის განმავლობაში იყო.

„სპარტაკს“ 16 ტურის თავზე 18 ქულა აქვს და მეექვსე პოზიციაზე იმყოფება.

0.142446