სეზონი ახალი დაწყებულია, მაგრამ კრიშტიანუ რონალდუ ტურინის „იუვენტუსში“ რეკორდების დამყარებას უკვე შეუდგა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა „სპალთან“ შეხვედრაში შავ-თეთრი მაისურით მეათე გოლი გაიტანა.
კრიშტიანუს ხსენებული შედეგის დასაფიქსირებლად 16 თამაშის ჩატარება დასჭირდა და რეკორდიც ამაში მდგომარეობს: „იუვეს“ ისტორიაში საწყისი 10 გოლის გატანა ყველაზე სწრაფად სწორედ რონალდუმ მოახერხა.
პორტუგალიელმა 9-ჯერ თავი სერია A-ში გამოიჩინა, ხოლო ერთხელ ჩემპიონთა ლიგაზე.