გიორგი შერმადინის “უნიკახამ” ესპანეთის ლიგა ენდესას მე-10 ტურში “მურსიას” 89:82 სძლია, ქართველი ცენტრი კი მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.
შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 18:06 წუთში 12 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში) და 1 პასი მიითვალა.
გიომ 6-დან 5 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, ამდენჯერვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 19-ს გაუტოლდა და ეს, ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
მალაგელებმა 8 მოგებითა და 2 მარცხით მე-3 ადგილზე გადაინაცვლეს, მომდევნო მატჩს კი 8 დეკემბერს, სტუმრად, “ხუვენტუტთან” ჩაატარებენ.