სანდრო მამუკელაშვილის “სეთონ ჰოლმა” აშშ-ს სტუდენტურ ლიგაში მორიგი მატჩი ჩაატარა და “ჰავაის” 64:54 სძლია, ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელს კი ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა.
მამუკელაშვილი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 27 წუთში 8 ქულა, 9 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 პასი მიითვალა.
სანდრომ 2-დან 1 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 2 ორქულიანი ააცილა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.
ქართველი ლეგიონერის გუნდს მომდევნო მატჩი 25 ნოემბერს “მაიამისთან” ელის.