ფეხბურთი

15:10 | 24.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "2018 წელს ოთხეულში დავასრულებთ"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი 2018 წელს ოთხეულში დაასრულებს. პორტუგალიელი დამდეგ რვა ტურში ქულათა მაქსიმუმის დაგროვებას გეგმავს.

„ვიცი, რომ ჩამორჩენა დიდია, მაგრამ დეკემბრის ბოლომდე პრემიერლიგაში რვა თამაში უნდა ჩავატაროთ და შესაბამისად, შეგვიძლია 24 ქულა მოვიპოვოთ. ბოლომდე ვიბრძლებთ და ფიქრობ, 2018 წელს, ოთხეულში, ჩემპიონთა ლიგის ზონაში დავასრულებთ“, - განაცხადა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ 12 ტურის შემდეგ „მანჩესტერი“ 20 ქულით მერვე ადგილზეა და მეოთხეადგილოსან „ტოტენჰემს“ 7 ქულით ჩამორჩება.

0.120176