ფეხბურთი

12:33 | 24.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ოქროს ბურთი" - მესი და რონალდუ სამეულს მიღმა

ახლოვდება წლის ბოლო და შესაბამისად, France Football-ი 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელს გამოავლენს. დიდი შანსია, რომ ტრადიცია დაირღვეს და უპრესტიჟულესი ჯილდო არც ლიონელ მესისა და არც კრიშტიანუ რონალდუს საკუთრება არ გახდეს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრებას არ აპირებს "იუვენტუსის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ პორტუგალიელი გამარჯვებული ვერ გახდება.

მეტიც, ამბობენ, რომ "ოქროს ბურთს" ფრანგი ფეხბურთელი დაისაკუთრებს, ხოლო ფავორიტად მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი სახელდება.

რაც შეეხება რონალდუსა და მესის, დიდი ალბათობით, სამეულშიც ვერ მოხვდებიან. შეგახსენებთ, რომ ბოლო 10 წლის განავლობაში 5-ჯერ მესიმ, ხოლო 5-ჯერ რონალდუმ მოიგო "ოქროს ბურთი". ბოლოს, სანამ არგენტინელისა და პორტუგალიელის ჰეგემონია დაიწყებოდა, "ოქროს ბურთის" მფლობელი ბრაზილიელი კაკა გახდა 2007 წელს.

0.114814