ფეხბურთი

18:27 | 23.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი მწვრთნელობას ყატარიდან დაიწყებს

ესპანური ფეხბურთის ლეგენდა ჩავი ერნანდესი 2019 წლის აპრილში კარიერას დაასრულებს და სამწვრთნელო საქმიანობას დაიწყებს. ამის შესახებ ესპანელმა ფეხბურთელმა Cadena Ser-თან საუბარში განაცხადა.

ყატარული „ალ-სადის“ ფეხბურთელის თქმით, თავდაპირველად ყატარში ჩაიბარებს რომელიმე გუნდს, გამოცდილებას მიიღებს და მშობლიურ გუნდს ამის შემდეგ დაუბრუნდება.

„მენტალურად მწვრთნელობისთვის ვემზადები. იანვარში 39 წლის ვიქნები და ვფიქრობ, დრო მოვიდა, აპრილში ბუცებს ლურსმანზე დავკიდებ. როგორი მწვრთნელი იქნება ჩავი? - ჩემი სტილი ნათელია, ისეთი იქნება, რაც „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრებში თამაშის გამოცდილებამ მომცა. აქ, ყატარში დავიწყებ სამწვრთნელო კარიერას. ვიცი, რომ მთელი მსოფლიო „ბარსელონას“ მწვრთნელად მხედავს, მაგრამ ჯერ მზად არ ვარ“, - აღნიშნა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ ჩავი „ალ-სადის“ ღირსებას 2015 წლიდან იცავს, ხოლო იქამდე კარიერის გამორჩეული წლები კატალონიის „ბარსელონაში“ გაატარა.

0.114445