ჭადრაკი

15:16 | 23.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

მეათე ყაიმი ლონდონში

ინგლისის დედაქალაქ ლონდონში მიმდინარე მაგნუს კარლსენისა (ნორვეგია, 2835) და ფაბიანო კარუანასა (აშშ, 2832) დაპირისპირებაში ათივე გასული პარტია ყაიმით დასრულდა, ამდენად ანგარიში 5:5 გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ პაექრობაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მფლობელი ირკვევა, ამდენად, სასწორზე ბევრი რამ დევს.
ნორვეგიულ-ამერიკული შერკინება ხვალ, 24 ნოემბერს გაგრძელდება, სულ კი 12 კლასიკური პარტია გახლავთ დაგეგმილი და თუკი გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, მოჭადრაკეებს ტაი-ბრეიკის თამაში მოუწევთ.

0.120387