საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებების მატჩს „დინამო არენაზე“ 52 214 გულშემატკივარი დაესწრო და ერთა ლიგის რეკორდიც დაამყარა. კერძოდ, B, C და D დივიზიონებში არცერთ შეხვედრას ამდენი მაყურებელი არ დასწრებია.
შესაბამისად, მხოლოდ A დივიზიონში დაფიქსირდება დასწრების უფრო მაღალი მაჩვენებელი. მაგალითად, მთლიანად ერთა ლიგის მონაცემებს თუ ავიღებთ, საუკეთესო ათეულში საქართველოს - ყაზახეთის მატჩის გარდა, მხოლოდ A დივიზიონის მატჩებია შესული.
აქვე, საწყისი ათეულიც:
1. A დივიზიონი. ინგლისი - ესპანეთი 81 392
2. A დივიზიონი. საფრანგეთი - გერმანია 80 783
3. A დივიზიონი. ინგლისი - ხორვატია 78221
4. A დივიზიონი. საფრანგეთი - ჰოლანდია 76 452
5. A დივიზიონი. იტალია - პორტუგალია 73000
6. A დივიზიონი. გერმანია - საფრანგეთი 67 485
7. A დივიზიონი. პორტუგალია - იტალია 52 635
8. A დივიზიონი. ჰოლანდია - გერმანია 52 536
9. D დივიზიონი. საქართველო - ყაზახეთი 52 214
10. A დივიზიონი. ესპანეთი - ინგლისი 50 335