კალათბურთი

18:37 | 22.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

მაკფადენის “ტენერიფეს” პირველი მარცხი

ესპანურმა “იბეროსტარ ტენერიფემ”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი თად მაკფადენი იცავს, საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში პირველი მარცხი განიცადა.

ტენერიფელებმა ბერძნულ პაოკ-თან 65:66 წააგეს, მაკფადენი კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 24:30 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.

თადმა 5-დან 2 ორქულიანი და 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, პერსონალური ფოლი კი არ მიუღია.

“იბეროსტარ ტენერიფეს” შვიდ ტურში 6 მოგება შერჩა და ჯგუფში პირველ ადგილზე რჩება, მომდევნო მატჩს კი, 11 დეკემბერს, სტუმრად გერმანულ “ტელეკომ ბასკეტსთან” ჩაატარებს.

0.136203