ჭადრაკი

15:27 | 22.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბაღათუროვი ერთპიროვნულად დაწინაურდა

სლოვენიის ქალაქ ბლედში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სენიორთა (50+) შორის 4 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით ერთპიროვნულად დაწინაურდა გიორგი ბაღათუროვი (2417). ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩება და დამატებითი მაჩვენებლებით მე-8 ადგილზეა ზურაბ სტურუა (2529).

ამავე ასაკის მანდილოსანთა შორის მოთამაშე ციალა ქასოშვილს (2029) 2.5 ქულა აქვს და მეთერთმეტეა, ხოლო ხოლო გიული ალიხანაშვილი (1816) 2.0 ქულით მეთექვსმეტე გახლავთ.
65+ ასაკის ვაჟ ვეტერანთა შორის მოასპარეზე ვარლამ ვეფხვიშვილმა (2073) 3 ქულა მოაგროვა და 30-ე პოზიციაზე იმყოფება, ქალთა შორის ანალოგიურ ტურნირზე კი, ნონა გაფრინდაშვილისა (2301) და თამარ ხმიადაშვილის (2010) აქტივში 2.5-2.5 ქულაა და ისინი, შესაბამისად, მე-6 და მე-9 ადგილებზე იმყოფებიან.

0.117165