ფეხბურთი

9:48 | 22.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

Mirror : „მანჩესტერი“ მოურინიუს ტრანსფერებისთვის დიდ ფულს გამოუყოფს“

ეტყობა, ჟოზე მოურინიუმ მაინც დაარწმუნა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა ძვირიანი ტრანსფერების აუცილებლობაში. მოგეხსენებათ, ამ სფეროში უთანხმოების გამო, ადრეულ შემოდგომაზე „განსაკუთრებული“ კინაღამ დაემშვიდობა მანკუნიანელებს.

ინგლისური Mirror-ი წერს, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, კლუბი პორტუგალიელ სპეციალისტს, ათობით მილიონ ევროს გამოუყოფს, ახალი ფეხბურთელების შესაძენად.

გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ კლუბის აქციები რეკორდულად დაეცა, ისინი მაინც უამრავ ფულს დახარჯავენ გუნდის გასაძლიერებლად. კერძოდ, მოუს მადრიდის „ატლეტიკოს“ ურუგვაელი მცველისთვის, დიეგო გოდინისთვის, „რომას“ შუახაზელი ლორენცო პელეგრინისთვის და „ჩელსის“ მცველ გარი კეხილისთვის დაუდგამს თვალი.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად, „მანჩესტერი“ 12 ტურის შემდეგ, 20 ქულით ინგლისურ პრემიერლიგაში მე-8 ადგილზეა.

0.119018