რუსი მოჭადრაკე კატერინა ლაჰნო (2556) კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ქალთა შორის მსოფლიოს ინდივიდუალური ჩემპიონის ტიტულს.
შეგახსენებთ, რომ ტურნირს რუსული ხანტი-მანსიისკი მასპინძლობს, კატერინას მეტოქე კი ჩინელი ცზიუ ვენცზიუნი (2568) გახლავთ.
დღეს, ფინალის მე-3 პარტია შედგა, რომელშიც თეთრი ფიგურებით ცზიუ თამაშობდა, თუმცა, ყაიმის მეტს ვერაფერს გამორჩა.
ამგვარად, ლაჰნო 2:1 დაწინაურდა და თუკი ხვალ თეთრებით ყაიმამდე მივა, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს გაიფორმებს.