ბათუმის ფეხბურთის სტადიონზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ისეთ ტემპში მიმდინარეობს, ქართველ გულშემატკივარს რომ გაუხარდება.
ამ ეტაპზე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება სტადიონის სახურავის ლითონკონსტრუქციების მონტაჟი. პარალელურად მიმდინარეობს შიდა სამუშაოები და საკომუნიკაციო ქსელების მონტაჟი. ასევე სრულდება კედლების ამოყვანის სამუშაოები.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის სტადიონი უეფა-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 ათას მაყურებელზეა გათვლილი.
პროექტის მიხედვით, სტადიონი არქიტექტურული მემბრანით იქნება გადახურული და მას რამდენიმე შესასვლელი ექნება: მედიის, ავტობუსების, სპორტსმენების და VIP. ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.
ხელშეკრულების მიხედვით, სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის დასაწყისისთვის უნდა დასრულდეს. მას სამშენებლო კომპანია “ანაგი” აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით ახორციელებს. მშენებლობისთვის 117 მილიონი ლარია გათვალისწინებული.