ჭადრაკი

15:00 | 21.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯერჯერობით, მხოლოდ ყაიმებია

ერთდღიანი შესვენების შემდეგ, ინგლისის დედაქალაქ ლონდონში დღეს გაგრძელდება მატჩი მსოფლიოს საჭადრაკო ჩემპიონის ტიტულისთვის, რომელშიც ერთმანეთს მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2835) და ფაბიანო კარუანას (აშშ, 2832) უპირისპირდებიან.

ფინალურ ორთაბრძოლაში უკვე 8 პარტია მიილია და ყველა მათგანი ყაიმით დასრულდა, დღეს კი, მე-9 პარტიაში თეთრებით კარლსენი ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ფინალი 12 კლასიკური პარტიისგან შედგება, საჭიროების შემთხვევაში კი, ტაი ბრეიკი 28 ნოემბერს გახლავთ დაგეგმილი.
შეხვედრის საპრიზო ფონდი 1 მილიონი ევროა, საიდანაც ჩემპიონი 60%-ს მიიღებს, ხოლო თუკი გამარჯვებული ტაი-ბრეიკზე გამოვლინდა, უძლიერესს 55% ერგება.

0.119204