რუსულ ხანტი-მანსიისკში დასასრულს მიუახლოვდა მსოფლიოს ინდივიდუალური ჩემპიონატი ქალ მოჭადრაკეთა შორის.
ფინალურ შეხვედრაში, რომელშიც ერთმანეთს რუსი კატერინა ლაჰნო (2556) და ჩინელი ცზიუ ვენცზიუნი (2568) უპირისპირდებიან, 2 პარტია მიილია და ლაჰნო 1.5:0.5-ს იგებს.
შეგახსენებთ, რომ ფინალი 4 კლასიკური პარტიისგან შედგება, ამდენად, რუს მოჭადრაკეს ჩემპიონობისთვის დარჩენილ 2 შეხვედრაში ყაიმების დაფიქსირებაც ეყოფა.
თუკი კლასიკურმა პარტიები გამარჯვებულის ვინაობა ვერ გამოავლინა, 23 ნოემბერს, ტაი-ბრეიკს ვიხილავთ.
ფინალის მე-3 პარტია დღეს გახლავთ დაგეგმილი.