კალათბურთი

12:26 | 21.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

სმიტმა „კლივლენდი“ დატოვა

33 წლის უკანახაზელმა ჯეი არ სმიტმა „კლივლენდი“ ოფიციალურად დატოვა, აღნიშნულ ინფორმაციას ნბა-ს ვებგვერდი ავრცელებს. მიმდინარე სეზონში კალათბურთელს და კლუბს 14 მილიონიანი კონტრაქტი აკავშირებდათ. გავრცელებული ინფორმაციით სმიტს „კლივლენდში“ თამაში აღარ სურდა. მისი თქმით ის ვერ ითამაშებდა ისეთ გუნდში, რომელსაც თამაშის მოგების ინტერესი არ აქვს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯეი არის დამატება რამდენიმე კლუბს სურს, მაგრამ ამ დროისთვის უკანახაზელი უგუნდოდაა დარჩენილი.

სმიტი „კლივლენდში“ 2015 წელს „ნიუ იორკიდან“ გადავიდა და 2016 წელს ნბა-ს ჩემპიონიც გახდა.

0.127856