კალათბურთი

11:51 | 21.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

გრინმა “ტორონტოს” მოაგებინა 

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერმა “ტორონტო რეპტორსი” გასვლაზე “ორლანდოს”დაუპირისპირდა. მატჩის დასრულებამდე 3 წამით ადრე ანგარიში 91:91 იყო. მატჩის ბოლო წამზე დენი გრინმა ორქულიანი ჩააგდო და კანადელებს გამარჯვება მოუპოვა. მატჩში ყველაზე მეტი 27 ქულა ევან ფურნიემ ჩააგდო. “ტორონტოში” კავაი 18 ქულით გამოირჩა. “ტორონტო” 14 მოგებით და 4 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა.

“ვაშინგტონი” შინ “კლიპერსს დაუპირისპირდა და – 24 ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა. დედაქალაქელებმა საბოლოო ჯამში 125:118 მოიგეს. “ვაშინგტონში” 30 ქულით ჯონ უოლი გამოირჩა, ბრედლი ბილმა 27 ქულა ჩააგდო. “კლიპერსში” 29 ქულით საუკეთესო ტობიას ჰარისი გახლდათ.

“ორლანდო” – “ტორონტო” 91:93 (17:29, 20:18, 38:26, 16:20)

https://www.youtube.com/watch?v=cPqKSd9I8bU

“ვაშინგტონი” – “კლიპერსი” 125:118 (21:40, 33:33, 32:22, 39:23)

https://www.youtube.com/watch?v=e3TtGipcZoY

“მაიამი” – “ბრუკლინი” 92:104 (13:20, 29:19, 35:35, 15:30)

https://www.youtube.com/watch?v=KCrOwUiq8NM

“ნიუ იორკი” – “პორტლენდი” 114:118 (35:33, 25:25, 25:31, 29:29)

https://www.youtube.com/watch?v=VNjBhMGNjyI

0.115543